
სრული საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის ხელოვნება — 1 თვე
ერთთვიანი ინტენსიური პროფესიული პროგრამა, რომელიც მცირე ჯგუფში აერთიანებს 81-ზე მეტი რეცეპტის პრაქტიკულ სწავლებას, საკონდიტრო ტექნოლოგიას, არტიზანულ ცხობასა და წარმოების საბაზო პროფესიულ სტანდარტებს.
ძირითადი ინფორმაცია
01ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა
გაშლა
დამწყებთათვის, პროფესიის შეცვლით დაინტერესებული პირებისა და მოქმედი მზარეულებისა თუ კონდიტრებისთვის, რომლებსაც მოკლე პერიოდში ინტენსიური პროფესიული კომპეტენციის შეძენა სურთ.
02სწავლის შედეგები
გაშლა
- საკონდიტრო ნაწარმის, კრემების, ბისკვიტების, ტორტების, ნამცხვრებისა და თანამედროვე ფრანგული დესერტების ტექნოლოგიურად გამართული მომზადება;
- კლასიკური, არტიზანული, გამდიდრებული და ბრტყელი პურების, აგრეთვე ქართული და ევროპული გულსართიანი ცომეულის წარმოება;
- რეცეპტის პროფესიული წაკითხვა, ნეტო-გროსის გაანგარიშება და ტექნიკურ-ტექნოლოგიური ბარათის საბაზო გამოყენება;
- სამუშაო სივრცის ორგანიზება, ჰიგიენისა და HACCP-ის საბაზო მოთხოვნების დაცვა;
- მიღებული ცოდნის გამოყენება დასაქმების, მენიუს გაფართოების ან მცირე საკონდიტრო-საცხობი წარმოების დასაწყებად.
03პროგრამის სტრუქტურა
გაშლა
- საკონდიტრო ხელოვნება — კლასიკური და თანამედროვე ტექნოლოგიები;
- ფრანგული საკონდიტრო ხაზი — ანტრემე, ტარტი, მაკარონი და ვიზუალური ეფექტები;
- პურ-ფუნთუშეულის ხელოვნება — მარცვლოვანი, არტიზანული და გამდიდრებული პურები;
- ქართული ტრადიციული და გულსართიანი ცომეული;
- HACCP, ნეტო-გროსის გაანგარიშება და ტექნიკურ-ტექნოლოგიური ბარათების საფუძვლები.
სასწავლო პროგრამა და მოდულები
სილაბუსი აერთიანებს 81-ზე მეტ რეცეპტსა და პრაქტიკულ ტექნოლოგიას.
მოდული 1 — პრემიუმ ჩიზქეიქები
- ნიუ-იორკული ჩიზქეიქი;
- გერმანული ჩიზქეიქი;
- სან-სებასტიანის ან ცივი ხილის ჩიზქეიქი.
მოდული 2 — მუსოვანი კრემები და რულეტები
- შოკოლადის, ვანილისა და ხილის მუსოვანი კრემები;
- მერინგის, ფსტის და შოკოლადის რულეტები.
მოდული 3 — ტორტები
- შავი ტყე;
- კენკრის ტორტი;
- ფრეზიე;
- სენატორი;
- ოპერა;
- იდეალი;
- რაფაელო.
მოდული 4 — ტორტის ბისკვიტები
- ჟენუაზი;
- ჯოკონდა;
- დაკუაზი;
- ანგელოზისებრი ბისკვიტი;
- შიფონის ბისკვიტი;
- ვიქტორია.
მოდული 5 — კლასიკური კრემები
- დიპლომატი;
- შვეიცარიული კარაქის კრემი;
- პატისიერი;
- პლომბირი;
- შანტილი;
- ინგლისური კრემი.
მოდული 6 — კექსები
- სტიკი-ტოფი პუდინგი;
- ბანანა ბრედი;
- სტაფილოს კექსი;
- შოკოლადის კექსი;
- ყაბაყის კექსი;
- პოუკ-ქეიქი.
მოდული 7 — ქუქისი და ორცხობილა
- ამერიკული ქუქისი;
- ნუშის ორცხობილა;
- ამარეტი;
- შვრიის ქუქისი;
- კანტუჩი;
- შტოლენი.
მოდული 8 — კლასიკური ნამცხვრები
- თაფლის ნამცხვარი (მედოვიკი);
- ზღაპარი;
- ჩიტის რძე;
- ირისი;
- პავლოვა;
- ტირამისუ;
- შუ;
- ეკლერი;
- პროფიტროლი.
მოდული 9 — თანამედროვე ფრანგული ხაზი
- კენკრის ანტრემე;
- შოკოლადის ანტრემე;
- სარკისებრი მინანქარი და ხავერდის ეფექტი;
- კანფეტები;
- ტრომპლეი (Trompe-l’œil);
- მაკარონი;
- ესპრესოს ტარტი;
- ლიმონის ტარტი.
მოდული 10 — მარცვლოვანი და ქართული ტრადიციული პურები
- კორნ მიქსი (Corn Mix);
- ჭვავის ან ცეხვილი პური;
- სიმინდის პური (Cornbread / Corn Loaf);
- ნაზუქი;
- რაჭული ქადუანი;
- მთიულური ხავიწი.
მოდული 11 — არტიზანული პურები
- ფრანგული ბაგეტი;
- ჩიაბატა;
- ფოკაჩა;
- პანე სიცილიანო;
- შოთის პური;
- დედა პური (Sourdough).
მოდული 12 — გამდიდრებული და ბრტყელი პურები
- ბრიოში;
- ჰალა;
- ტოსტის პური (Pain de Mie);
- პამპუშკა;
- პიტა;
- პრეცელი / ბრეცელი.
მოდული 13 — ქართული გულსართიანი ცომეული
- მეგრული ხაჭაპური;
- იმერული ტაფის ხაჭაპური;
- აჭარული ხაჭაპური;
- აჩმა;
- ლობიანი;
- ტარხუნის ან ბოსტნეულის ღვეზელი;
- ფხლოვანა;
- ჭახრაკინა;
- ხაბიძგინა.
მოდული 14 — ფუნთუშები და მოხარშულ-გამომცხვარი ნაწარმი
- ბეიგელი;
- ჰოთ-დოგის ფუნთუშა;
- დინერ როლი;
- დარიჩინის ფუნთუშა;
- დონატი / ფუნჩულა;
- ვანილის ფუნთუშა;
- ბურგერის ფუნთუშა;
- კარტოფილის ფუნთუშა;
- ჭარხლის ფუნთუშა.
04პროგრამის უპირატესობები
გაშლა
- ორენოვანი, ევროპული სტანდარტის სერტიფიკატი;
- იტალიაში გაცვლით პროგრამაზე რეკომენდაციის მიღების შესაძლებლობა;
- ერთთვიანი ინტენსიური პრაქტიკა;
- ერთიანი გადახდისას სწავლის საფასურის მაქსიმუმ 5%-იანი შეღავათი;
- რეცეპტების კრებული და სასწავლო უნიფორმა;
- ორი პროფესიონალი ბრენდ-შეფისა და ორი ასისტენტი სუ-შეფის ჩართულობა.
05სწავლების ორგანიზება
გაშლა
- სასწავლო დღეები: ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი;
- ჯგუფში მაქსიმუმ 12 სტუდენტი;
- ინდივიდუალური სამუშაო სივრცე და პრაქტიკული სწავლება;
- მისამართი: თბილისი, მირიან მეფის ქუჩა №21.
06შეფასება
გაშლა
უწყვეტი პრაქტიკული შეფასება, ტექნოლოგიური პროცესის, სამუშაო ჰიგიენისა და რეცეპტის შესრულების კონტროლი და დასკვნითი პროფესიული პრეზენტაცია.
07კარიერული შესაძლებლობები
გაშლა
შეფ-კონდიტერის ან მცხობელის ასისტენტი, მცირე საკონდიტრო-საცხობი წარმოების დამწყები სპეციალისტი, არსებული მენიუს განვითარების მონაწილე ან შემდგომი პროფესიული საფეხურის სტუდენტი.

