ARS GUSTOსაქართველოს უნივერსიტეტიUG კულინარიის აკადემიაARS GUSTO • ONLINE
უკან
UG CULINARY ACADEMY • ARS GUSTO

ხელმძღვანელობა და აკადემიური გუნდი

აკადემიური ხედვა, პროფესიულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება და საერთაშორისო კულინარიული პრაქტიკა — ერთ საგანმანათლებლო სივრცეში.

გუნდის ნახვა„პირველი შეფი“ — ფოტოალბომი
UG Ars Gusto-ს აკადემიური გუნდი სატელევიზიო პროექტის გადაღებაზე
ACADEMIC COMMUNITY

ადამიანები, რომლებიც ქმნიან აკადემიას

თითოეული ადამიანის ფოტო, თანამდებობა, სასწავლო მიმართულებები და არსებული პროფესიული ინფორმაცია წარმოდგენილია ერთ მთლიან პროფილში.

თინათინ ღუდუშაური — UG Ars Gusto
ACADEMIC LEADERSHIP

თინათინ ღუდუშაური

საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, პროფესორი; ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის დოქტორი

ბიოგრაფია

„არს გუსტო“ — თინათინ ღუდუშაურის ხედვიდან დაბადებული აკადემია

ბიოგრაფია

თინათინ ღუდუშაური არის საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, პროფესორი, ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის დოქტორი, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის კულტურის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეცნიერი, მკვლევარი და განათლების სფეროს გამორჩეული ლიდერი.

მისი მრავალწლიანი აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული საქმიანობა დაკავშირებულია კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის, ეთნოლოგიის, ქართველოლოგიის, ისტორიისა და კულტურის კვლევების განვითარებასთან.

განათლება და აკადემიური კვალიფიკაცია

თინათინ ღუდუშაურმა უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე მიიღო. მას მინიჭებული აქვს ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი და არის პროფესორი.

საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილება

პროფესიული და კვლევითი კვალიფიკაციის გაღრმავების მიზნით, თინათინ ღუდუშაურმა სამეცნიერო სტაჟირებები გაიარა გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში:

  • ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში;
  • ზაარბრუკენის უნივერსიტეტში;
  • მიუნსტერის უნივერსიტეტში.

გერმანიაში მიღებული სამეცნიერო გამოცდილება მან საქართველოში ეთნოლოგიის, კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის, ქართველოლოგიისა და კულტურის კვლევების განვითარებას მოახმარა.

აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა

როგორც საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, თინათინ ღუდუშაური ხელმძღვანელობს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე — საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე — სწავლებისა და კვლევის განვითარებას.

მისი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განვითარება, სწავლებისა და კვლევის ხარისხის განმტკიცება, ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერა, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება, საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოება და ქართული კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობის საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენა.

თინათინ ღუდუშაური ხელმძღვანელობს კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამას. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კულტურული მემკვიდრეობის კვლევასა და დაცვას, ეროვნული ცოდნის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებასა და ახალი თაობის მკვლევრების პროფესიულ ჩამოყალიბებას.

კვლევის ძირითადი მიმართულებები

თინათინ ღუდუშაურის სამეცნიერო ინტერესები და კვლევის სფეროებია:

  • კავკასიაში რელიგიური აზროვნების ადრეული სისტემები;
  • კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია;
  • ეთნოსისა და ეთნიკურობის თეორიები;
  • ეთნიკური და კულტურული იდენტობის პრობლემები;
  • სოციოკულტურული საზღვრები და მათი მნიშვნელობა;
  • კავკასიის ხალხთა კულტურა და ტრადიციები;
  • ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა;
  • ქართველ მთიელთა რელიგიური წარმოდგენები;
  • საკრალური სივრცე, საკრალური ცენტრი და მათი სიმბოლიკა;
  • ხისა და კერის საკრალიზაციის ტრადიციები;
  • ქართული და კავკასიური კულტურის შესახებ გერმანულენოვანი სამეცნიერო წყაროები;
  • იდენტობის მარკერები ქართულ ისტორიულ წყაროებში;
  • ლინგვისტური და კულტურული ანთროპოლოგიის ურთიერთკავშირი.

სამეცნიერო პუბლიკაციები და კვლევითი შრომები

თინათინ ღუდუშაური ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებული მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა მოიცავს მონოგრაფიებს, კვლევით სტატიებს, თეორიულ ნაშრომებსა და საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს.

მის ძირითად სამეცნიერო შრომებსა და კვლევებს შორისაა:

  • „სოციოკულტურული საზღვრების მნიშვნელობა დეპორტირებული მესხების ეთნიკური იდენტობის შენარჩუნების პროცესში — სამხრეთ საქართველოს მონაცემების კონტექსტში“;
  • „სინერგეტიკული პარადიგმა: ლინგვისტური და კულტურული ანთროპოლოგიის შერწყმა კულტურულ ღირებულებათა კვლევებში“;
  • „Shifts in the Associative Continuum of the Concept“ — მაია ჩხეიძესა და რევაზ ტაბატაძესთან თანაავტორობით;
  • „საკრალური ცენტრი ქართულ ეთნოგრაფიულ ტრადიციაში“;
  • „იდენტობის მარკერები შუა საუკუნეების ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით — „ქართლის ცხოვრება““;
  • „საკრალური ცენტრი და მისი სიმბოლიკა მოხევურ ტრადიციაში“;
  • „ეთნიკურობის ცნება ანთროპოლოგიაში — დეფინიცია, მიდგომები და თეორიები“;
  • „საკრალური ხის რელიგიურ-პრაქტიკული ასპექტები კავკასიაში — ქართველი და გერმანელი ავტორების მონაცემების შედარებითი ანალიზი“;
  • „ანთროპოლოგიური მოძღვრებების ისტორიიდან — სოციალური ანთროპოლოგია“;
  • „სამყაროს ცენტრი და მისი სიმბოლიკა ქართველ მთიელებში“;
  • „საიქიო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა რელიგიურ წარმოდგენებში — ქართულ-გერმანული მასალის შედარებითი ანალიზი“;
  • „ქართველ მთიელთა რელიგიური აზროვნების სინკრეტიზაციის დინამიკა“;
  • „კლიფორდ გირცი — ინტერპრეტაციული ანთროპოლოგია“;
  • „ხის საკრალიზაციის ზოგიერთი ასპექტი კავკასიის ხალხებში“;
  • „კერა — საკრალური ცენტრის სიმბოლო მთიელთა რელიგიურ აზროვნებაში“;
  • „ხის საკრალიზაციის პრობლემები კავკასიაში — გერმანელ ავტორთა მონაცემების მიხედვით“;
  • „საქართველო XVII–XX საუკუნეების გერმანულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში — ბიბლიოგრაფია“;
  • „Динамика синкретизации религиозного мышления грузинских горцев — хевсурские верования“;
  • „კახეთი, ვაშლოვანისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები — ადგილობრივი მოსახლეობის წეს-ჩვეულებები და მათთან ურთიერთობის წესები“;
  • „XIX საუკუნის მეორე ნახევრის გერმანელ მეცნიერთა ცნობები ქართველი ხალხის სულიერი კულტურის შესახებ“ — მონოგრაფია;
  • „ხის კულტი კავკასიის ხალხებში — გერმანელი მეცნიერის კ. ჰანის მასალების მიხედვით“;
  • „კულტურის სივრცობრივი გავრცელების თეორია ანთროპოლოგიაში“;
  • „ფუნქციონალიზმი, როგორც კულტურის კვლევის მეთოდი“;
  • „ქართველი მთიელების რელიგიური ისტორიიდან — სვანური და ხევსურული წარმოდგენები საიქიო ცხოვრების შესახებ“;
  • „ხალხური აგრარული დღესასწაულები საქართველოში“;
  • „საიქიო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა რელიგიურ წარმოდგენებში“;
  • „К вопросу определения функции культовых деревьев на Кавказе“;
  • „Некоторые аспекты этнокультурной жизни сельджуков“;
  • „ფრანც ბოასი — თანამედროვე ანთროპოლოგიის არქიტექტორი“;
  • „Heilige Haine und Bäume bei den Völkern des Kaukasus“;
  • „Die Vorstellungen der Svanen über Leben nach dem Tode“.

სამეცნიერო კონფერენციები

თინათინ ღუდუშაური მონაწილეობდა მრავალ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომლებიც ეძღვნებოდა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, კულტურულ და სოციალურ ანთროპოლოგიას, ეთნოლოგიას, იდენტობის კვლევებს, კავკასიის არქეოლოგიას, ფოლკლორსა და ცენტრალური ევრაზიის კულტურებს.

მისი კვლევები წარმოდგენილი იყო საერთაშორისო კონფერენციებზე სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების, ქცევითი და სოციალური კვლევების, ცენტრალური ევრაზიის კვლევების, კულტურის კვლევების, მითის, კულტისა და რიტუალის, კავკასიის არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ფოლკლორის მიმართულებებით.

„არს გუსტო“ — თინათინ ღუდუშაურის ხედვიდან დაბადებული აკადემია

თინათინ ღუდუშაურის ფართო საგანმანათლებლო ხედვისა და ინიციატივების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია საქართველოს უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია „არს გუსტო“.

თინათინ ღუდუშაურის ინიციატივით, 2022 წლის 6 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტში დაარსდა კულინარიის აკადემია „არს გუსტო“. აკადემიის სახელწოდებაც სწორედ მან შეარჩია — „არს გუსტო“ „გემოს ხელოვნებას“ ნიშნავს და ზუსტად გამოხატავს სასწავლებლის მთავარ იდეას: კულინარიის, როგორც პროფესიის, მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების, ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში განვითარებას.

თინათინ ღუდუშაურის თაოსნობითა და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ კონსტანტინე თოფურიას მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი კულინარიული აკადემიის შექმნასა და განვითარებას.

ეს იყო გაბედული, ინოვაციური და შორსმჭვრეტელი საგანმანათლებლო გადაწყვეტილება, რომელმაც კულინარიულ განათლებას საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი მნიშვნელობა, აკადემიური საფუძველი და განვითარების ფართო მასშტაბი შესძინა.

ქალბატონმა თინათინ ღუდუშაურმა კულინარიის აკადემიის ხელმძღვანელად მოიწვია ეკატერინე ნადაშვილი, რომელიც დაარსების დღიდან დღემდე ხელმძღვანელობს „არს გუსტოს“, ქმნის და ავითარებს მის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებებს, კულინარიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიულ სტანდარტებსა და განვითარების სტრატეგიას.

„არს გუსტოს“ დაარსება თინათინ ღუდუშაურის განსაკუთრებული ხედვის, პირადი ინიციატივის, მიზანდასახულობისა და განათლებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების შედეგია. სწორედ მან დაინახა კულინარიული განათლების დიდი სამეცნიერო, კულტურული და პროფესიული პოტენციალი და შექმნა შესაძლებლობა, ეს იდეა რეალურ, ძლიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ აკადემიად ქცეულიყო.

მისი ინიციატივისა და მხარდაჭერის გარეშე ეს მასშტაბური საქმე ვერ განხორციელდებოდა. „არს გუსტოს“ შექმნის ისტორიაში თინათინ ღუდუშაურის სახელი სამუდამოდ უკავშირდება აკადემიის დაფუძნებას — როგორც იდეის ავტორის, სახელწოდების შემრჩევის, მთავარი ინიციატორისა და ადამიანის, რომელმაც ამ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო საქმეს დასაბამი მისცა.

ზვიად ამირიძე — UG Ars Gusto
ხელმძღვანელობა

ზვიად ამირიძე

UG კულინარიის აკადემია „არს გუსტოს“ დირექტორი; კომპანია „მედია ჰაუსის“ დირექტორი

ბიოგრაფია
ეკატერინე ნადაშვილი — UG Ars Gusto
ARS GUSTO

ეკატერინე ნადაშვილი

აღმასრულებელი დირექტორი (CEO), ლექტორი, რესტორატორი და საავტორო აკადემიური პროგრამების ხელმძღვანელი

ბიოგრაფია
სასწავლო მიმართულებები
  • რესტორნის მენეჯმენტი და კულინარიული მარკეტინგი
  • HACCP-ის სტანდარტები; სურსათის უვნებლობა და უსაფრთხოება
  • ნუტრიციოლოგიის როლი კულინარიაში
  • ფასწარმოქმნა და საწყობის მარაგების კონტროლი
  • ხელოვნური ინტელექტის კულინარიაში სწორად გამოყენება და POS-პროგრამების მართვა
  • მენიუს გაანგარიშება და შედგენა
  • HoReCa-ს სექტორისა და სტუმარმასპინძლობის კანონმდებლობა
  • კულინარიული ლექსიკონი და აბრევიატურები
იხილეთ ვრცლად პროგრამებში →

საქართველოს უნივერსიტეტის (UG) კულინარიის აკადემიის „არს გუსტოს“ აღმასრულებელი დირექტორი (CEO). 300-ზე მეტი სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომისა და კულინარიული სასწავლო პროგრამის, აგრეთვე 100-ზე მეტი ელექტრონული წიგნის ავტორი. კითხულობს რესტორნის მენეჯმენტისა და კულინარიული მარკეტინგის სალექციო კურსებს და სხვადასხვა უნივერსიტეტში მუშაობს ლექტორად. აკადემიური საქმიანობისგან დამოუკიდებელი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სარესტორნო ბიზნესს, ტელე- და მედიაპროდიუსინგს, მარკეტინგსა და ბრენდ-შეფის მიმართულებას. ARSFLOW.app-ისა და ვებსაიტების — ugdininghall.ge და arsgusto.ge — შემქმნელი; „ბროლის ბუს“ მფლობელი.

პროფესიული პროფილი

ეკატერინე ნადაშვილი გახლავთ საქართველოს უნივერსიტეტის (UG) კულინარიის აკადემიის „არს გუსტოს“ აღმასრულებელი დირექტორი (CEO). მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კულინარიული განათლების განვითარება, სასწავლო პროგრამების შექმნა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. იგი არის 300-ზე მეტი სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომისა და კულინარიული სასწავლო პროგრამის ავტორი; კითხულობს რესტორნის მენეჯმენტისა და კულინარიული მარკეტინგის სალექციო კურსებს და სხვადასხვა უნივერსიტეტში მუშაობს ლექტორად. აკადემიური საქმიანობის გარდა, მას დამოუკიდებელი პროფესიული გამოცდილება აქვს სარესტორნო ბიზნესში, ტელე- და მედიაპროდიუსინგში, მარკეტინგში, ბრენდის განვითარებასა და ბრენდ-შეფის მიმართულებით.

როგორც აკადემიის ხელმძღვანელი, იგი განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებებს, ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო და საოპერაციო პროცესებს და ზრუნავს იმ გარემოს შექმნაზე, სადაც თეორიული ცოდნა რეალურ პროფესიულ პრაქტიკას უკავშირდება. მისი საქმიანობის ცენტრში დგას თანამედროვე კულინარიული განათლება, პროფესიული სტანდარტების განვითარება და კვებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში ახალი შესაძლებლობების შექმნა.

განათლება და აკადემიური გზა

ეკატერინე ნადაშვილმა დაამთავრა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის №42 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა. უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტზე, კინომცოდნეობის სპეციალობით. ასევე გაიარა და დაასრულა ასპირანტურა ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით.

კულინარიულ სფეროში პროფესიული ცოდნა გაამდიდრა იტალიური კულინარიული სკოლა ALMA-ს მასტერკლასებით. ხელოვნებათმცოდნეობის, მედიისა და კულინარიის გამოცდილების ერთობლიობამ ჩამოაყალიბა მისი გამორჩეული პროფესიული ხედვა, რომელშიც შემოქმედებითი აზროვნება, მართვის პრაქტიკა და განათლება ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება.

კულინარიული განათლება და ლიდერობა

„არს გუსტოში“ იგი მუშაობს როგორც განათლების სფეროს ლიდერი და პრაქტიკოსი პროფესიონალი. რესტორატორისა და ბრენდ-შეფის გამოცდილებით მონაწილეობს კულინარიული კონცეფციების, სასწავლო მიმართულებებისა და პროფესიული პროექტების ჩამოყალიბებაში. მარკეტერის როლში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პოზიციონირებას, აუდიტორიის საჭიროებების გააზრებას, ბრენდის იდენტობასა და ხარისხიანი კომუნიკაციის შექმნას.

ეკატერინე ნადაშვილი კითხულობს სალექციო კურსებს რესტორნის მენეჯმენტსა და კულინარიულ მარკეტინგში. სწავლებისას იგი მსმენელებს უზიარებს როგორც მართვის სისტემურ ხედვას, ისე უშუალო პროფესიულ გამოცდილებას — როგორ იქმნება რესტორნის კონცეფცია, როგორ იგეგმება ოპერაციები, როგორ ვითარდება ბრენდი და როგორ უკავშირდება მარკეტინგული სტრატეგია მომხმარებლის გამოცდილებასა და ბიზნესის მდგრადობას.

ავტორი და საგანმანათლებლო რესურსების შემქმნელი

იგი 300-ზე მეტი სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომისა და კულინარიული სასწავლო პროგრამის ავტორია. მისი საავტორო და კვლევითი საქმიანობა მოიცავს კულინარიული განათლების, რესტორნის მენეჯმენტის, კულინარიული მარკეტინგის, კვების უსაფრთხოებისა და გასტრონომიული კულტურის საკითხებს. იგი ქმნის კულინარიულ სასწავლო პროგრამებს, სალექციო კურსებს, მეთოდურ მასალებსა და პროფესიულ გამოცემებს, რომლებიც ცოდნის სისტემატიზებას, პრაქტიკასთან დაკავშირებასა და პროფესიული უნარების განვითარებას ემსახურება.

ეკატერინე ნადაშვილი ასევე 100-ზე მეტი ელექტრონული წიგნის ავტორია და აქტიურად მუშაობს წიგნების მომზადებაზე, გამოცემასა და ციფრულ გავრცელებაზე. მისი ელექტრონული გამოცემები პროფესიულ ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდის, ხელს უწყობს დამოუკიდებელ სწავლას, ცოდნის განახლებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების ფართოდ გამოყენებას.

ციფრული ინოვაცია

ეკატერინე ნადაშვილის შექმნილია ARSFLOW.app — სასწავლო, საოპერაციო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდამჭერი ციფრული პლატფორმა. ეს პროექტი ასახავს მის მიდგომას, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგია მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი კი არა, განათლებისა და მართვის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებაა.

იგი ასევე არის ვებსაიტების ugdininghall.ge და arsgusto.ge შემქმნელი. აღნიშნული ციფრული პროექტები აერთიანებს საგანმანათლებლო ინფორმაციას, პროფესიულ კომუნიკაციასა და კულინარიულ სერვისებს და ქმნის ერთიან ონლაინ სივრცეს აკადემიის, მისი აუდიტორიისა და პარტნიორებისთვის.

ტელევიზია და პროდიუსერული საქმიანობა

TV პირველის ეთერში გავიდა ეკატერინე ნადაშვილის საავტორო შემეცნებით-გასართობი სატელევიზიო კულინარიული მეგა-შოუ „პირველი შეფი“, რომლის მთავარი პროდიუსერიც თავად იყო. პროექტის იდეა მისი სტუდენტებისადმი სიყვარულით იყო ნაკარნახევი და მან შოუ კულინარიის აკადემია „არს გუსტოს“ პირველი გამოშვების კურსდამთავრებულებს მიუძღვნა. „პირველი შეფის“ ჩაწერა და გადაღება „არს გუსტოში“ გაიმართა. პროექტში კულინარიული პროფესია, განათლება, კონკურსის დინამიკა და ფართო აუდიტორიისთვის საინტერესო სატელევიზიო თხრობა ერთ მთლიან ფორმატად გაერთიანდა.

მის მრავალწლიან სატელევიზიო კარიერას უკავშირდება არაერთი საავტორო პროექტი ტელეკომპანიებში „იმედი“, „რუსთავი 2“, GDS, „მზე“, „მე-9 არხი“, „ახალი არხი“, პირველი არხი და „იბერვიზია“. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო გადაცემებისა და პროექტების ავტორი, წამყვანი, ჟურნალისტი და მთავარი პროდიუსერი. მის ნამუშევრებს შორისაა ბიზნესისა და დასაქმების პროექტები „პროფესიონალი“ და „ვაკანსია“, „კინომანი“, „პოპ-კორნი“, „პოპ-არტი“, „ემერჯენსი“, „პუტკუნ-შოუ“, „ნუმერატორი“ და სხვა საავტორო ფორმატები.

პროდიუსერულ საქმიანობაში ეკატერინე ნადაშვილისთვის დამახასიათებელია იდეის სრულ პროექტად გარდაქმნა — კონცეფციისა და სცენარის შემუშავებიდან გუნდის კოორდინაციამდე, წარმოებისა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის მართვამდე. სწორედ ეს გამოცდილება აკავშირებს მის მედია, მარკეტინგულ და საგანმანათლებლო საქმიანობას.

მენეჯმენტი, მარკეტინგი და საზოგადოებრივი საქმიანობა

ტელევიზიის პარალელურად იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ორგანიზაციული მართვის, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. იყო სარეკლამო-მარკეტინგული კომპანია „კადრის“ დირექტორი, „ბესტკომპ ჯორჯიას“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი და ტურისტული სააგენტო „მსოფლიო ქსელების“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

იგი ხელმძღვანელობდა ხელოვნების კლუბებსაც: იყო ხელოვნების კლუბ „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი, კლუბ „რეტროს“ დირექტორი და ხელოვნების კლუბ „ქარვასლას“ გენერალური მენეჯერი. კარიერის ადრეულ წლებში მუშაობდა ბეჭდურ მედიაში კინოს თემაზე. სხვადასხვა უნივერსიტეტში მუშაობდა და მუშაობს ლექტორად. ეს გამოცდილება აერთიანებს კულტურულ მენეჯმენტს, საგანმანათლებლო საქმიანობას, შემოქმედებით წარმოებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას.

აღიარება და პროფესიული ხედვა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინტელექტუალურ სატელევიზიო თამაშში „რა? სად? როდის?“ ეკატერინე ნადაშვილი დასახელდა საუკეთესო ტელემაყურებლად, მოგვიანებით კი შემოდგომის სეზონის „ბროლის ბუს“ მფლობელი გახდა.

მისი პროფესიული ხედვის საფუძველია განათლების, კულტურის, ტექნოლოგიის, კულინარიული ხელოვნებისა და ბიზნესის ერთიან ეკოსისტემად განვითარება. ამ ხედვაში ცოდნა უნდა გარდაიქმნას პრაქტიკულ უნარად, ტრადიციამ უნდა იარსებოს ინოვაციასთან ერთად, ხოლო ხარისხიანმა განათლებამ ადამიანებს პროფესიული დამოუკიდებლობისა და ზრდის რეალური შესაძლებლობა უნდა მისცეს.

ნანა კობაიძე — UG Ars Gusto
ARS GUSTO • ACADEMIC TEAM

ნანა კობაიძე

სასწავლო ნაწილი; მსოფლიო და ქართული კულინარიის ისტორიისა და გასტროტურიზმის ლექტორი; კულინარიის მკვლევარი

ბიოგრაფია
სასწავლო მიმართულებები
  • მსოფლიო კულინარიის ისტორია
  • ქართული კულინარიის ისტორია
  • გასტროტურიზმი
იხილეთ ვრცლად პროგრამებში →

განათლება

ნანა კობაიძე 1991–1996 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით და მიიღო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის კვალიფიკაცია. 2007 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) თბილისის PR სკოლაში გაიარა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსი.

ჟურნალისტიკა და სარედაქციო საქმიანობა

მისი პროფესიული გზა მრავალწლიან ჟურნალისტურ და სარედაქციო საქმიანობას მოიცავს. 1996–1998 წლებში მუშაობდა „დილის გაზეთის“ ჟურნალისტად; 1998–1999 წლებში — „საქართველოს გაზეთის“ კულტურის განყოფილების რედაქტორად; 1999 წელს — „ეკოდაიჯესტის“ კულტურის განყოფილების რედაქტორად; 2002–2003 წლებში — გაზეთ „24 საათის“ კულტურის განყოფილების ჟურნალისტად; 2003–2004 წლებში — გაზეთ „ტრიბუნის“ კულტურის განყოფილების რედაქტორად. 2009 წელს იყო კულინარიული ჟურნალ „მადიანის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, ხოლო 2009–2013 წლებში — „ლიტერატურული გაზეთის“ ჟურნალისტი.

ნანა კობაიძის სტატიები სისტემატურად ქვეყნდებოდა და კვლავ ქვეყნდება სხვადასხვა ჟურნალსა და პერიოდულ გამოცემაში, მათ შორის — „არილში“, „ცხელ შოკოლადში“, „წიგნებში“, „მარანში“, „პარნასში“, „ქართულ სიტყვაში“, „ქომაგსა“ და „ამარტაში“.

საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი საქმიანობა

2018–2019 წლებში ნანა კობაიძე უძღვებოდა უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის შექმნილ მკითხველთა კლუბს „წიგნის ჭია“. იგი ასევე თანამშრომლობდა ფრილანსერად არასამთავრობო ორგანიზაციებთან — „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ და „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი“, სადაც სტატიების მომზადებასთან ერთად სხვადასხვა ტექსტისა და დოკუმენტის რედაქტორად მუშაობდა.

2023 წლიდან დღემდე ნანა კობაიძე „სასწავლო ნაწილის“ თანამდებობას იკავებს. ამავდროულად, საქართველოს უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია „არს გუსტოში“ კითხულობს მსოფლიო კულინარიის ისტორიას, ქართული კულინარიის ისტორიასა და გასტროტურიზმს.

როგორც კულინარიის მკვლევარი, იგი მუშაობს კულინარიული სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურისა და სასწავლო პროგრამების შექმნაზე. ეკატერინე ნადაშვილთან ერთად მუშაობს „მსოფლიო კულინარიის ისტორიის ენციკლოპედიაზე“, რომელიც ახლო მომავალში ელექტრონული და ბეჭდური წიგნების სახით გამოიცემა.

ნინო სხირტლაძე — UG Ars Gusto
ARS GUSTO

ნინო სხირტლაძე

პროგრამებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აკადემიის მთავარი შეფი, ლექტორი და ბრენდ-შეფი

ბიოგრაფია
სასწავლო მიმართულებები
  • მსოფლიო სამზარეულო
  • საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის ხელოვნება
  • ქართული სამზარეულოს ტექნიკა და ტექნოლოგია
  • HACCP-ის სტანდარტები; სურსათის უვნებლობა და უსაფრთხოება
იხილეთ ვრცლად პროგრამებში →

პროფესიული პროფილი

ნინო სხირტლაძე არის UG კულინარიის აკადემია „არს გუსტოს“ პროგრამებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აკადემიის მთავარი შეფი, ლექტორი და ბრენდ-შეფი. იგი ასევე არის რესტორატორი და საავტორო კერძების შემქმნელი. აკადემიაში ხელმძღვანელობს პროგრამულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას და სტუდენტებს ქართულ და ევროპულ კულინარიას, პურ-ფუნთუშეულის ხელოვნებასა და მსოფლიო სამზარეულოს მიმართულებებს ასწავლის.

განათლება და პროფესიული გზა

ნინო სხირტლაძე დაიბადა თბილისში. 2006 წელს დაამთავრა მიგელ დე სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია–GESS“ და იმავე წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2023 წელს ამავე უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა ადმინისტრაციული სამართლის სამაგისტრო პროგრამა.

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო კომპანიებში საქმიანობასა და იურიდიულ კონსულტაციებს, ისე საჯარო სამსახურს: 2012–2015 წლებში მუშაობდა სსიპ სამოქალაქო რეესტრში. 2018 წელს დააარსა ქართული ბრენდი „ფხოველი“, რომლის სახელითაც დღემდე ქმნის ხელნაკეთ აქსესუარებს.

კულინარიული განათლება და „არს გუსტო“

კულინარიულ სფეროში საქმიანობა ნინო სხირტლაძემ 2018 წელს დაიწყო. იგი მართავდა მცირე საკონდიტრო-საცხობს და აქტიურად მონაწილეობდა ქუჩის საკვების ფესტივალებსა და ღონისძიებებში. 2023 წელს სწავლა დაიწყო კულინარიის აკადემია „არს გუსტოში“, რომელიც 2024 წელს წარჩინებით დაამთავრა. იგი აკადემიის ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი იყო.

მისი საკურსო ნაშრომი მიეძღვნა ბებია პაშას, რაჭას და, კერძოდ, სოფელ მრავალძალს. ნაშრომში ოჯახური მეხსიერება, რაჭული კულინარიული მემკვიდრეობა, შემოქმედებითი ფანტაზია და ტექნიკური ოსტატობა ერთ მთლიან, შთამბეჭდავ ნამუშევრად გაერთიანდა.

„არს გუსტოს“ ოთხი საფეხურის დასრულების შემდეგ ნინო სხირტლაძემ კვალიფიკაციის ამაღლება განაგრძო და წარმატებით გაიარა მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე საფეხურები — მსოფლიო კულინარიისა და რესტორნის მენეჯმენტის მიმართულებებით. 2024 წლიდან იგი აკადემიის ლექტორია.

საერთაშორისო გამოცდილება და შემოქმედებითი საქმიანობა

ნინო სხირტლაძემ გაიარა იტალიური კულინარიული ხელოვნების სკოლა ALMA-ს მასტერკლასები, ასევე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფების პროფესიული მასტერკლასები და სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი. მიღებულ ცოდნას იგი აერთიანებს პრაქტიკულ გამოცდილებასთან, ქმნის საავტორო კერძებს და ტრადიციულ კულინარიულ მემკვიდრეობას თანამედროვე ტექნიკითა და ინდივიდუალური ხედვით ავითარებს.

დიეგო ბუტილიონე — UG Ars Gusto
იტალიური კულინარია

დიეგო ბუტილიონე

მოწვეული იტალიელი ბრენდ-შეფი, იტალიური კულინარიის მიმართულების ხელმძღვანელი და ლექტორი

ბიოგრაფია
სასწავლო მიმართულებები
  • იტალიური სამზარეულოს საფუძვლები, ტექნიკა და ტექნოლოგია
  • იტალიური საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის ხელოვნება
  • სერვირება
მიხეილ მელიქიშვილი — UG Ars Gusto
ARS GUSTO • ACADEMIC TEAM

მიხეილ მელიქიშვილი

აზიური და იაპონური კულინარიული ხელოვნების ლექტორი; Radisson Blu Iveria-ს აზიური რესტორან „Umami“-ს სუშეფი (Silk Road Group)

ბიოგრაფია
სასწავლო მიმართულებები
  • აზიური და აღმოსავლეთის ქვეყნების სამზარეულო
  • აზიური პურ-ფუნთუშეულის კულტურა
  • ტექნიკა და ტექნოლოგია
  • სერვირება
იხილეთ ვრცლად პროგრამებში →

განათლება და მენეჯმენტი

მიხეილ მელიქიშვილმა 2010–2014 წლებში გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ისწავლა და ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების სფეროში აკადემიური განათლება მიიღო.

2014–2016 წლებში სწავლა ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძო, სადაც მენეჯმენტის, ორგანიზაციული მართვისა და საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით ცოდნა გაიღრმავა.

პროფესიული კულინარიული განათლება

2015 წელს მიხეილ მელიქიშვილმა კოლეჯ „იკაროსში“ მზარეულის პროფესიული პროგრამა დაასრულა. ამ განათლებამ მას ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში მიღებული თეორიული ცოდნის სარესტორნო ინდუსტრიის პრაქტიკულ და პროფესიულ უნარებთან გაერთიანების შესაძლებლობა მისცა.

კარიერული განვითარება — Umami

2016 წელს მან პროფესიული საქმიანობა სასტუმრო Radisson Blu Iveria-ს აზიურ რესტორან „Umami“-ში მზარეულის დამხმარედ დაიწყო. რამდენიმე თვეში კომის პოზიციაზე გადავიდა, 2017 წელს დემი შეფი გახდა, ხოლო 2020 წელს საქმიანობა შეფ-დე-პარტის პოზიციაზე განაგრძო. ამჟამად მიხეილ მელიქიშვილი Radisson Blu Iveria-ს აზიურ რესტორან „Umami“-ში სუშეფის პოზიციაზე მუშაობს.

რესტორნის პროფესიულ გარემოში ეტაპობრივმა კარიერულმა წინსვლამ მას აზიური და იაპონური სამზარეულოს ტექნიკის, სამზარეულოს ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება შესძინა.

სასწავლო საქმიანობა

UG კულინარიის აკადემია „არს გუსტოში“ მიხეილ მელიქიშვილი სტუდენტებს აზიური და აღმოსავლეთის ქვეყნების სამზარეულოს, აზიური პურ-ფუნთუშეულის კულტურას, პროფესიულ ტექნიკასა და ტექნოლოგიას, კერძის აწყობასა და სერვირებას ასწავლის. სწავლებისას იგი პრაქტიკულ რესტორნულ გამოცდილებას აკადემიის პროფესიულ პროგრამებთან აერთიანებს.

ფაბრის დელბარი — UG Ars Gusto
VISITING FACULTY • FRANCE

შეფ ფაბრის დელბარი

მოწვეული ფრანგი ბრენდ-შეფი და ფრანგული კულინარიული ხელოვნების ლექტორი

ბიოგრაფია

პროფესიული გამოცდილება

ფაბრის დელბარი საფრანგეთის იონის რეგიონიდანაა. მისი პროფესიული გზა მოიცავს ფრანგულ კლასიკურ და თანამედროვე გასტრონომიას, პროფესიული სამზარეულოს მართვას, კულინარიულ დემონსტრაციებსა და ახალგაზრდა სპეციალისტების მენტორობას. 30 წელზე მეტი გამოცდილების მქონე სპეციალისტი სტუდენტებს ტექნიკურ ცოდნასა და პროფესიულ კულტურას უზიარებს.

სასწავლო მიმართულებები

  • Cuisine Française — კლასიკური ტექნიკა, სოუსები და თანამედროვე ინტერპრეტაცია
  • Pâtisserie Française — ცომები, კრემები, მუსები და პორციული დესერტები
  • Fine Dining — პროდუქტის შერჩევა, გემოს ბალანსი და პრეზენტაცია
  • სამზარეულოს მართვა — სამუშაო ადგილის წინასწარი ორგანიზება (mise en place), ხარისხის კონტროლი და გუნდური მუშაობა

საერთაშორისო კავშირი

მისი პროფესიული საქმიანობა საფრანგეთსა და საქართველოს უკავშირდება. პროფესიული წყაროები ადასტურებენ, რომ იგი ჩართული იყო იონის კულინარიული საზოგადოების საქმიანობაში და მონაწილეობდა კულინარიულ დემონსტრაციებსა და საქართველოში გამართულ პროფესიულ ღონისძიებებში. ARS GUSTO-ში ის კლასიკური ფრანგული სკოლის საფუძვლებს თანამედროვე პროფესიულ მიდგომებთან აკავშირებს.

ნიკოლოზ მარგებაძე — UG Ars Gusto
ხელმძღვანელობა • კურსდამთავრებული

ნიკოლოზ მარგებაძე

დირექტორის ასისტენტი

ბიოგრაფია

ჩვენი აკადემიის წარჩინებული კურსდამთავრებული.

VISITING LECTURERS & MASTERCLASS LEADERS

საერთაშორისო პროფესიული ქსელი

ისმაელ ოუანანი • ენცო ნერი • სტეფანო სკარსო • დანიელა ანტონიოტი • სალვატორე ლა რაჯიონე • HoReCa-ს მოწვეული პროფესიონალები